ინდონეზიაში, სამგზავრო ბორანზე ხანძარს, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
ინდონეზიაში, სამგზავრო ბორანზე ხანძარი გაჩნდა, არიან დაღუპულები. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
მედიის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი ადამიანი, ასობით კი დაშავდა. მაშველებმა 280-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. დაღუპულებს შორის ერთი ორსული ქალი იყო. დაშავებულები უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ბორანი, სახელწოდებით „KM Barcelona 5“, ჩრდილოეთ სულავესის პროვინციის დედაქალაქ მანადოსკენ მიემართებოდა. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მგზავრები წყალში ხტებოდნენ და ასე ცდილობდნენ თავის გადარჩენას.