ინდონეზიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
ინდონეზიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ინდონეზიაში მიწისძვრას სულ მცირე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ინდონეზიაში, ბალის კუნძულებზე 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 10 კილომეტრის სიღრმეში მოხდა. მიწისძვრამ მეწყერი გამოიწვია, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მესამე მსხვერპლი კი, ნანგრევებში იპოვეს.

მიწისძვრამ ყველაზე მეტად კარანგასემი და ბანგლი დააზარალა, რომლებიც ტურისტულ ზონებადაა მიჩნეული.

დატოვე კომენტარი