ინდონეზიაში, კუნძულ მადურას სანაპიროსთან, ბორანზე ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 41 დაკარგულად ითვლება

02:32, 03.08.2026

ინდონეზიაში, კუნძულ მადურას სანაპიროსთან, ბორანზე ხანძრის გაჩენის შემდეგ, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 41 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბორანზე 271 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან 225 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ბორანი აღმოსავლეთ იავის პროვინციაში მდებარე სურაბაიადან მაკასარისკენ მიემართებოდა. ბორანზე ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, კუნძული მადურა კუნძულ იავის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს.

მსგავსი