ინდონეზიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა
ინდონეზიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში ახალი კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში დედაქალაქ ჯაკარტაში ხუთი, იავას პროვინციაში კი ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ინფიცირებულია 309 ადამიანი. ამ დროისთვის ვირუსისგან განკურნება შეძლო 15-მა პაციენტმა.