ინდონეზიაში კორონავირუსის 5 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდონეზიაში კორონავირუსის 5 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდონეზიაში კორონავირუსის 5 534 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ინდონეზიაში სულ „კოვიდ-19“-ის 511 836 შემთხვევაა დაფიქსირებული.​ კორონავირუსს ქვეყანაში 16 225 ადამიანი ემსხვერპლა.

ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში ვირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა.