ინდონეზიაში კორონავირუსის 1 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 87 ადამიანი
ინდონეზიაში კორონავირუსის 1 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 87 ადამიანი

ინდონეზიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 87 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის 1 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ინდონეზიაში „კოვიდ-19“-ის 80 094 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 3 797 ადამიანი.