ინდონეზიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 4 465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 140 ადამიანი

13:25, 23.09.2020

ინდონეზიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი – 4 465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 140 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინდონეზიაში „კოვიდ-19“-ის 257 388 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 9 977 ადამიანი.

მსგავსი