ინდონეზიას მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს
ინდონეზიას მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს

„კოვიდ-19“-ის გავრცელების კუთხით, ინდონეზიამ ინდოეთსა და ბრაზილიას გაუსწრო და მსოფლიოში გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. 22 ივლისს ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული დაავადება 49 500-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 1 449 ადამიანი კი, გარდაიცვალა.

მედია წერს, რომ ინდონეზიაში „კოვიდ-19“-ის გამა ვარიანტის გავრცელება დადასტურდა, რომლის თავდაპირველი წარმოშობის ადგილად ბრაზილია მიიჩნევა. კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ალფა ვარიანტი, ე.წ. ბრიტანული შტამი ჯერ კიდევ ვრცელდება, მაგრამ დელტა ვარიანტი დომინირებს. დელტა ვარიანტი პირველად ინდოეთში გაჩნდა და გადადების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. თავდაპირველ ვირუსთან შედარებით, დელტა ვარიანტი 4-5-ჯერ უფრო გადამდებია.

ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ რვა პროცენტია სრულად აცრილი.