ინდოეთში საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ალიანსმა გაიმარჯვა
ინდოეთში საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ალიანსმა გაიმარჯვა

ინდოეთში საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ალიანსმა გაიმარჯვა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ნაციონალ-დემოკრატიულ ალიანსი“ ახალ პარლამენტში 543 ადგილიდან მინიმუმ 310-ს დაიკავებს. ეს კი ნიშნავს, რომ მმართველ ალიანს პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება.

წინასწარი მონაცემებით, 100 მანდატს მიიღებს ოპოზიციური „გაერთიანებული პროგრესული ალიანსი“. კენჭისყრის საბოლოო შედეგი დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

თუ წინასწარი მონაცემები მნიშვნელოვნად არ შეიცვალა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი კვლავ ნარენდრა მოდი გახდება, რომელიც ინდოეთის მთავრობას 2014 წლიდან მეთაურობს.

ინდოეთის საპარლამენტო არჩევნებში 2000 პარტია და 8000 კანდიდატი მონაწილეობდა. ინდოეთში ხმის მიცემის უფლება 900 მილიონ ამომრჩეველს აქვს.

საპარლამენტო არჩევნები ინდოეთში რამდენიმე ტურად გაიმართა და მთლიანობაში პროცესი თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა.