ინდოეთში საგანგებო მდგომარეობა 3 მაისამდე გახანგრძლივდა
ინდოეთში საგანგებო მდგომარეობა 3 მაისამდე გახანგრძლივდა

ინდოეთის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 3 მაისამდე გაახანგრძლივა.

„ინდოეთი არ დაელოდა პრობლემის ესკალაციას. როგორც კი გაჩნდა პრობლემა, ვცადეთ მისი შეჩერება და მივიღეთ მკაცრი ზომები. წარმოდგენაც კი არ მინდა, რა მოხდებოდა, ზომები რომ არ გაგვემკაცრებინა“, – განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ.

მისი თქმით, სოციალური დისტანციის დაცვამ გაამართლა. ინდოეთის პრემიერის თქმით, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება 20 აპრილამდე.

ინდოეთის პრემიერმა მოუწოდა მოსახლეობას, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან, იზრუნონ ხანდაზმულებზე, გაიძლიერონ იმუნიტეტი, გამოიყენონ ნიღბები და დაამზადონ ისინი სახლში, ტელეფონში ჩატვირთონ „კოვიდ-19“-ის შესახებ აპლიკაცია. ასევე, ინდოეთის პრემიერმა მოუწოდა კომპანიებს, პანდემიის პერიოდში არ გაათავისუფლონ თანამშრომლები სამსახურიდან.