ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად 107 ადამიანი გარდაიცვალა

14:53, 26.06.2020

ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად 107 ადამიანი გარდაიცვალა.

„გარდიანის“ ცნობით, 83 ადამიანი ბიჰარის შტატში გარდაიცვალა, 24 უთარ პრადეშში.

მეხის დაცემა ინდოეთში მუსონური სეზონის განმავლობაში, განსაკუთრებით კი, ივნისი-სექტემბრის პერიოდში ხშირია.

გარდაცვლილთა ოჯახებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მიუსამძიმრა.

მსგავსი