ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატის სოფელში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

შემთხვევა ირშალვადის მთის დასახლებაში მოხდა.

როგორც მედია წერს, ინდოელმა მაშველებმა შეწყვიტეს გადარჩენილების ძებნა. 50-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

მეწყერი მუმბაიდან დაახლოებით 60 კილომეტრში მდებარე სოფელში ჩამოწვა. როგორც ვარაუდობენ, სოფელში, სულ მცირე, 225 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 80-ზე მეტმა გაქცევა მოახერხა.