ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 28 498 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 553 ადამიანი
ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 28 498 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 553 ადამიანი

ინდოეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 28 498 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 553 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სიენენის“ ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 100 000 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კი, ინდოეთში 907 752 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 23 727 ადამიანი.

ინდოეთში ვირუსისგან 571 000 პაციენტი განიკურნა, ქვეყნის საავდმყოფოებში ამ დროისთვის 311 565 პაციენტი მკურნალობს.

დატოვე კომენტარი