ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ხუთ მილიონს გადააჭარბა
ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ხუთ მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებმა ხუთ მილიონს გადააჭარბა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ინდოეთში კორონავირუსი ყველა სხვა ქვეყანაზე უფრო სწრაფად ვრცელდება.

15 სექტემბრამდე ყოველდღიურად ინდოეთში 90 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდებოდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 80 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ინდოეთში უფრო დაბალია, ვიდრე ბევრ ქვეყანაში, სადაც ინფიცირების ბევრი შემთხვევაა.

ახალი შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ინდოეთი მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს, რომ ეკონომიკის გამოცოცხლება დაიწყოს, რადგან ეპიდემიის დაწყების შემდეგ სამუშაო მილიონობით ადამიანმა დაკარგა.