ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 20 მილიონს გადასცდა
ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 20 მილიონს გადასცდა

ინდოეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა 20 მილიონს გადასცდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 357 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

უკვე მეთორმეტე დღეა, ინდოეთში „კოვიდ-19“-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 300 000-ზე მაღალია.

დღე-ღამის განმავლობაში ინდოეთში ვირუსით 3 449 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით 222 408 ადამიანია გარდაცვლილი.