ინდოეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
ინდოეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

ინდოეთში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელმაც ორმაგი მუტაცია განიცადა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, არის თუ არა ახალი სახეობა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის მიზეზი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ამას გარდა, ქვეყნის 18 შტატში დაფიქსირებულია კორონავირუსის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამებიც.

ინდოეთი სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 11.7 მილიონი შემთხვევა, ვირუსს 160 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.