ინდოეთში კორონავირუსის 43 893 ახალი შემთხვევა დადასტურდა

09:37, 28.10.2020

გასული 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსი 43 893 ადამიანს დაუდასტურდა. „კოვიდ-19“-ის შემთხვევების საერთო რაოდენობა ქვეყანაში რვა მილიონს უახლოვდება. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ინდოეთი აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობით.

ბოლო დღე-ღამეში ინდოეთში გარდაიცვალა 508 ინფიცირებული. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 120 010-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.

მსგავსი