ინდოეთში კორონავირუსის 401 993 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 523 პირი
ინდოეთში კორონავირუსის 401 993 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 523 პირი

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინდოეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 401 993 ახალი შემთხვევა 24 საათში. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსით 3 523 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 19 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 211 853 ადამიანი.