ინდოეთში კორონავირუსის 382 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 980 ადამიანი
ინდოეთში კორონავირუსის 382 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 980 ადამიანი

ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 382 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს ბოლო 24 საათში 2 980 ადამიანი ემსხვერპლა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ბოლო ორი კვირაა, ინდოეთში ინფიცირების მაჩვენებელი 300 000-ს, გარდაცვალების კი 3 000 აღემატება.

ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ქვეყანაში ვირუსის პიკი უახლოეს კვირებში მოსალოდნელი ჯერ კიდევ არ იქნება.