ინდოეთში კორონავირუსის 360 960 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 293 ინფიცირებული
ინდოეთში კორონავირუსის 360 960 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 293 ინფიცირებული

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 360 960 შემთხვევა გამოვლინდა. ეს მსოფლიო მასშტაბით ვირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ინდოეთის საავადმყოფოები ადგილებისა და ჟანგბადისა ნაკლებობას განიცდიან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში ინდოეთში გარდაიცვალა 3 293 კოვიდინფიცირებული. ეს ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 17 მილიონ 997 ათასი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.

მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ ინდოეთში ეპიდაფეთქების მიზეზი კორონავირუსის ე.წ. ინდური ვარიანტის გავრცელებაა.