ინდოეთში კორონავირუსის 295 041 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

09:38, 21.04.2021

გასული 24 საათის განმავლობაში, ინდოეთში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 295 041 ახალი შემთხვევა. ვირუსით 2 023 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინდოეთი ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 15 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 182 ათასზე მეტი ადამიანი.

მსგავსი