მესამე დღეა, ინდოეთში „კოვიდ-19“-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 30 000-ზე დაბალია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი ლაბორატორიულად 26 355 ადამიანს დაუდასტურდა და ვირუსით 360 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 9.93 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 144 069 ადამიანი.