ინდოეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 37 975 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 480 ადამიანი
ინდოეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 37 975 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 480 ადამიანი

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 37 975 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 480 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკვე მეორე კვირაა, ქვეყანაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევებს რაოდენობა 50 ათასზე დაბალია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში „კოვიდ-19“-ის ცხრა მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 134 218 ადამიანი.