ინდოეთში, ერთ-ერთ კოვიდ საავადმყოფოში ხანძრისას 18 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში, ერთ-ერთ კოვიდ საავადმყოფოში ხანძრისას 18 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, გუჯარატის შტატის ერთ-ერთ კოვიდ საავადმყოფოში ხანძრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ექიმია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლის გაჩენა მოკლე ჩართვამ გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ინდოეთის საავადმყოფოები კოვიდპაციენტებითაა გადავსებული. ქვეყანაში ყოველდღიურად ვირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. გასული 24 საათის განმავლობაში, ინდოეთში ვირუსი 400 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.