ინდოეთში ერთ დღეში კორონავირუსის 90 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში ერთ დღეში კორონავირუსის 90 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში ერთ დღეში კორონავირუსის 90 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც „როიტერი“ წერს, ეს ვირუსის ყოველდღიურად გამოვლენილი შემთხვევების მსოფლიო ანტირეკორდია.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში აღრიცხეს 90 632 ახალი შემთხვევა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 1065 ადამიანი.

ამრიგად პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 70 626 შეადგინა.

როგორც ინდოელი ექიმები ამბობენ, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში კორონავირუსის მეორე ტალღა დაწყებულია. მათივე თქმით, ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას ხელი შეზღუდვების შემსუბუქებამ და ტესტირების გაფართოებამ შეუწყო.