ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 15 968 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 465 ინფიცირებული
ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 15 968 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 465 ინფიცირებული

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ ქვეყანაში 15 968 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსი ფატალური აღმოჩნდა 465 ადამიანისთვის. მსხვერპლთა საერთო რიცხვი 14 476-ს შეადგენს.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლენილია ნიუ დელისა და მუმბაიში. ინდოეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 456 183 შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს აშშ-ის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ.