ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 486 შემთხვევა დაფიქსირდა, 49 ადამიანი გარდაიცვალა
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 486 შემთხვევა დაფიქსირდა, 49 ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ ქვეყანაში 1 486 ადამიანს დაუდგინეს, ხოლო 49 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინდოეთში ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 20 000-ს გადააჭარბა, მსხვერპლთა რიცხვმა კი 681 შეადგინა.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული ზრდა ინდოეთში 20 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც ინფექციური დაავადება 1500-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.