ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1553 შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1553 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 1553 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ამ ქვეყნისთვის დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 36 ადამიანი დაიღუპა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში ახალი კორონავირუსის 17 265 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 543 ადამიანი. ვირუსისგან 2547 ადამიანი განიკურნა.