ინდოეთში აქციებზე შეტაკებისას ექვსი ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში აქციებზე შეტაკებისას ექვსი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში აქციებისას სამართალდამცველებთან შეტაკების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, საერთო ჯამში საპროტესტო აქციებზე გარდაცვლილთა რიცხვმა 17-ს მიაღწია. დაშავებულია 50-ზე მეტი პოლიციელი.

მასშტაბური აქციები ინდოეთში მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებებს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მეზობელ ისლამურ სახელმწიფოებში რელიგიური ნიშნით დევნილი ქრისტიანი და ინდუსი პირები ინდოეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებენ. კანონში ცვლილებებმა უკმაყოფილება ინდოეთის მუსლიმ მოქალაქეებში გამოიწვია, რომელთაც მსგავსი შესწორება კონსტიტუციის დარღვევად მიაჩნიათ.