ინდოეთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაშავდა
ინდოეთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაშავდა

ინდოეთში ავტობუსის გაჩერებაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 18 ადამიანი დაშავდა. თავდასხმა ჯამუ და ქაშმირის შტატში, ქალაქ ჯამუში მოხდა.

როგორც „თაიმს ოფ ინდია“ ადგილობრივი პოლიციის განყოფილების წარმომადგენლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, ავტობუსის გაჩერებაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა უცნობმა პირებმა მოძრავი ავტობუსიდან გადააგდეს.

მსგავსი თავდასხმა ჯამუ და ქაშმირის შტატში რამდენიმე დღის წინაც მოხდა. მაშინ პაკისტანში მოქმედი რადიკალური დაჯგუფების წევრების მიერ მოწყობილი აფეთქების დროს 40 სამართალდამცველი დაიღუპა, რამაც რეგიონში არეულობა გამოიწვია.