ინდოეთში ​​ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის ​31 521 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 412 ადამიანი
ინდოეთში ​​ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის ​31 521 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 412 ადამიანი

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა ბოლო ერთ დღეში 31 521-ით გაიზარდა. „გარდიანის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო ოდენობა 10 მილიონს უახლოვდება.

ინდოეთი ეპიდემიის გავრცელების მასშტაბით მეორე ადგილზეა მსოფლიოში. მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 412 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი გარდაცვლილია 141 772 პაციენტი.