ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ დაკავებული უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი გაათავისუფლეს
ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ დაკავებული უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი გაათავისუფლეს

ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ დაკავებული უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ადასტურებს. ჯაიპურის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ეს იყო მცირე დარღვევა და თვითმფრინავი აეროპორტში უსაფრთხოების ზომების გამო დასვეს.

გაუგებრობის აღმოფხვრის შემდეგ, თვითმფრინავს უფლება მისცეს, აეროპორტი დაეტოვებინა. უკრაინული „ან-12“-ის ტიპის სატვირთო თვითმფრინავი დადგენილი კურსიდან გადახვევის გამო ჯაიპურის აეროპორტის დასვეს.

თვითმფრინავი თბილისიდან ნიუ დელიში კარაჩის გავლით მიფრინავდა, სატვირთო თვითმფრინავს ინდოეთის გამანადგურებლები აედევნენ.