ინდოეთის არმიის განცხადებით, საზღვრის სადავო მონაკვეთზე ჩინეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა
ინდოეთის არმიის განცხადებით, საზღვრის სადავო მონაკვეთზე ჩინეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთის არმიის განცხადებით, საზღვრის სადავო მონაკვეთზე ჩინეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან შეტაკებისას 20 ინდოელი სამხედრო გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. შეტაკება ქაშმირის რეგიონში მოხდა.

ინდოეთის ხელისუფლების ცნობით, სასაზღვრო რაიონიდან, სადაც შეტაკება მოხდა, ინდოეთისა და ჩინეთის სამხედრო დანაყოფები გაყვანილია.

„ბიბისის“ ცნობით, ეს ბოლო 45 წლის განმავლობაში ორი ქვეყნის საზღვარზე პირველი სერიოზული დაპირისპირებაა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.