ინდოელმა მორბენალმა კამეჩებით რბოლისას უსაინ ბოლტის რეკორდი გააუმჯობესა (ვიდეო)

ინდოელმა მორბენალმა სრინივას გაუდამ არაოფიციალურად გააუმჯობესა 100 მეტრ დისტანციაზე ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერის უსაინ ბოლტის რეკორდი.

BBC-ის ინფორმაციით, სარეკორდო დრო დაფიქსირდა კამეჩებით ტრადიციული რბოლისას. ამ შეჯიბრს „კამბალა“ ჰქვია და ის ინდოეთში იმართება. წესების თანახმად, კამეჩებით მორბენალმა წყლით დაფარულ ბრინჯის მინდორზე 132 ან 142 მეტრი უნდა გაირბინოს, ამასთან, სპორტსმენს ხელით ორი კამეჩის უღელი უნდა ეჭიროს.

28 წლის გაუდამ საწყისი 100 მეტრი 9.55 წამში გაირბინა, რაც 0.03 წამით აღემატება ბოლის რეკორდს. უსაინმა 100 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი (9.58) 2009 წელს, ბერლინში დაამყარა.