„ინდიანას“ მეშვიდე გამარჯვება რეგულარულ ჩემპიონატში (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი 8 შეხვედრა გაიმართა. ზედიზედ მეოთხე და სეზონში მეშვიდე გამარჯვება იზეიმა „ინდიანამ“. „პეისერსის“ რიგებში კვლავ არ გამოჩენილა გოგა ბითაძე, რომელმაც ტრავმის გამო, უკვე გამოტოვა რამდენიმე მატჩი. ინდიანელებმა საკუთარ არენაზე ამჯერად „ოკლაჰომას“ უმასპინძლეს და მეტოქეს 111-85 სძლიეს. „პეისერსის“ რიგებში 23 ქულით ყველაზე შედეგიანი ტი ჯეი ვორენი გამოდგა. 18 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა დომანტას საბონისმა. მალკოლმ ბროგდონმა შეხვედრა 20 ქულით დაასრულა. 17 ქულა ჰქონდა აარონ ჰოლიდეის. „ოკლაჰომას“ რიგებში 14 ქულის დაგროვება შეძლო დანილო გალინარიმ.

ფილადელფია – კლივლენდი 98-97

მაიამი – დეტროიტი 117-108

ჩიკაგო – ნიუ იორკი 120-102

დენვერი – ატლანტა 121-125

ფინიქსი – ლეიკერსი 115-123

იუტა – ბრუკლინი 119-114

საკრამენტო – პორტლენდი 107-99