„ინდიანამ“ „ნიუ იორკი“ დაამარცხა, ბითაძეს კვლავ არ უთამაშია (ვიდეო)

ყველა ვარსკვლავის კვირეულის შემდეგ, გოგა ბითაძის „ინდიანამ“ რეგულარულ სეზონზე პირველი მატჩი გამართა. „პეისერსი“ სტუმრად „ნიუ იორკს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 8 ქულის სხვაობთ, 98-106 სძლია.

სამწუხაროდ, ინდიანელთა თავკაცმა ნეიტ მაკმილანმა კვლავ არ მისცა თავის გამოჩენის საშუალება გოგა ბითაძეს. ახალგაზრდა ქართველი ცენტრი მოედანზე არ შემოსულა. „პეისერსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 27 ქულით ტი ჯეი ვორენი იყო. დომანტას საბონისმა 24 ქულით და 13 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა.

მასპინძელთა შორის კი ყველაზე მეტი – 19 ქულა ბობი პორტისის ანგარიშზეა.

ორლანდო – დალასი 106-122

ვაშინგტონი – კლივლენდი 108-113

ტორონტო – ფინქისი 118-101

მინესოტა – ბოსტონი 117-127

ოკლაჰომა – დენვერი 113-101

იუტა – სან ანტონიო 104-113

ლეიკერსი – მემფისი 117-105

პორტლენდი – ნიუ ორლეანი 115-128