„ინდიანამ“ „დენვერი“ სტუმრად დაამარცხა - ბითაძემ ოთხი ქულა დააგროვა (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი წარმატებული მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ინდიანამ“. ნეიტ მაკლმილანის გუნდი სტუმრად „დენვერს“ დაუპირისპირდა და 107-115 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრი მოედანზე კვლავ მცირე ხნით გამოჩნდა. 5:56 წუთში ბითაძემ ოთხი ქულის და ორი მოხსნის დაგროვება მოასწრო. სამმაგი დუბლი გაიფორმა დომანტას საბონისმა (22 ქულა, 15 მოხსნა, 10 პასი). 22-22 ქულა მიითვალეს ტი ჯეი ვორენმა და მალკოლმ ბროგდონმა. მაკდერმოტის ანგარიშზე 24 ქულაა.

დენვერელთა შორის ყველაზე შედეგიანი 30 ქულითა და 10 მოხსნით ნიკოლა იოკიჩი გამოდგა. 16-16 ქულა შესძინეს საკუთარ გუნდს ჯერემი გრანტმა და ვილ ბარტონმა.

სან ანტონიო – მაიამი 107-102.