„ინდიანამ“ ბიორკგრენი გაათავისუფლა - ბითაძე ახალი მწვრთნელის მოლოდინშია #1TVSPORT
„ინდიანამ“ ბიორკგრენი გაათავისუფლა - ბითაძე ახალი მწვრთნელის მოლოდინშია #1TVSPORT

ნეიტ ბიორკგრენი „ინდიანა პეისერსის“ მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება, – ამის შესახებ კლუბმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა.

„2020-21 წლების სეზონი ისეთი არ გამოდგა, როგორსაც ყველანი ველოდებოდით. შედეგი, რომელიც მივიღეთ არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რასაც ჩვენი ორგანიზაცია ელის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საჭიროა სხვა მიმართულებით წასვლა და მთელი ორგანიზაციის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ნეიტს გაწეული შრომისათვის. რაც შეიძლება სწრაფად ავარჩევთ საუკეთესო კანდიდატებს, რომლებიც ჩვენ ორგანიზაციასა და გუნდს გააძლიერებენ“, – განაცხადა „პეისერსის“ პრეზიდენტმა კევინ პრიტჩარდმა.

ნეიტ ბიორკგრენი „ინდიანას“ მწვრთნელად წინა სეზონის დასაწყისში დაინიშნა. 45 წლის სპეციალისტმა გუნდის პლეი ინში გაყვანა მოახერხა, მაგრამ „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ დამარცხების შემდეგ პლეი ოფის მიღმა დარჩა. ბიორკგრენი „პეისერსამდე“ „ტორონტოსა“ და „ფინიქსში“ მთავარი მწვრთნელის დამხმარე ასისტენტად მუშაობდა.