„ინდიანა პეისერსმა“ ნეიტ მაკმილანი გაათავისუფლა
„ინდიანა პეისერსმა“ ნეიტ მაკმილანი გაათავისუფლა

„ინდიანა პეისერსმა“, სადაც გოგა ბითაძე ასპარეზობს, მთავარი მწვრთნელის, ნეიტ მაკმილანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ მადლობას ვუხდი ნეიტს, გუნდში გატარებული წლებისთვის, – ციტირებს კლუბის პრეზიდენტის, კევინ პრიტჩარდის სიტყვებს nba.com – ეს ძალიან რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მიგვაჩნია, რომ კლუბის ინტერესებში სხვა მიმართულებით განვითარებაა. ნეიტთან ერთად ბევრი კარგი და ცუდი პერიოდი გამოვიარეთ.

ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან ერთად გატარებული 11 წელი (იგულისხმება „ინდიანა“ და „პორტლენდი“).

მაკმილანმა „პეისერსი“ 2016/17 წლების სეზონში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით კლუბმა 183 გამარჯვება იზეიმა.