„ინდიანა პეისერსის“ მთავარ სამიზნეს რიკი რუბიო წარმოადგენს
„ინდიანა პეისერსის“ მთავარ სამიზნეს რიკი რუბიო წარმოადგენს

„ინდიანა პეისერსი“ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე გამთამაშებლის პოზიციის გაძლიერებას შეეცდება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, გუნდის მთავარ სამიზნეს „იუტა ჯაზის“ გამთამაშებელი რიკი რუბიო წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას „რინგერის“ ჟურნალისტი კევინ ო’კონორი ავრცელებს.

გამთამაშებლის ძიებაშია ასევე „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ენტონი დევისის გაცვლა წარმატებით დაასრულა. თუმცა ლოს-ანჯელესურ გუნდში გადასვლის მთავარ კანდიდატებად კემბა ვოკერი და კაირი ირვინგი ითვლებიან.