ინდიან უელსის ქალთა ტურნირზე რეიტინგის ორი ლიდერი დამარცხდა
ინდიან უელსის ქალთა ტურნირზე რეიტინგის ორი ლიდერი დამარცხდა

ინდიან უელსის ქალთა ტურნირზე ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია. მერვედფინალის შემდეგ, ტურნირი რეიტინგის პირველი ორი ნომრის – იაპონელი ნაომი ოსაკასა და რუმინელი სიმონა ჰალეპის გარეშე დარჩა.

ოსაკამ უშანსოდ დათმო თავისი შეხვედრა აღმავლობის გზაზე მყოფ შვეიცარიელთან ბელინდა ბენჩიჩთან – 3:6, 1:6. მატჩი მხოლოდ 65 წუთი გაგრძელდა. ბენჩიჩისთვის ეს იყო კარიერაში მეორე მოგება რეიტინგის ლიდერთან. პირველად ეს ოთხი წლის წინ მოხდა, როცა ტორონტოში სერენა უილიამსი დაამარცხა.

ბენჩიჩს ამ სეზონში ხუთიდან ხუთი მოგება აქვს საუკეთესო ათეულის ჩოგბურთელებთან. ის იანვრიდან მოყოლებული არ მარცხდება და ამ მომენტისთვის, 11-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. შვეიცარიელის შემდეგი მეტოქე კაროლინა პლიშკოვა იქნება, რომელსაც ტურნირზე შემორჩენილ რვა ჩოგბურთელს შორის, ყველაზე მაღალი განთესვის (5) ნომერი აქვს.

სიმონა ჰალეპმა კი თავისი მერვედფინალი 19 წლის მარკეტა ვონდროუშოვასთან წააგო. თინეიჯერი ჩეხისთვის ეს იყო კარიერაში პირველი მოგება საუკეთესო ათეულის ჩოგბურთელთან – 6:2, 3:6, 6:2.

მერვედფინალი

კერბერი (8)-საბალენკა (9) 6:1, 4:6, 6:4
ბენჩიჩი (23)-ოსაკა 1) 6:3, 6:1
კარ. პლიშკოვა (5)-კონტავეიტი (21) 7:6, 4:6, 6:2
ვ. უილიამსი-ბარტელი 6:4, 6:4
სვიტოლინა (6)-ბარტი (12) 7:6(8), 5:7, 6:4
ვონდროუშოვა-ჰალეპი (2) 6:2, 3:6, 6:2
მუგურუსა (20)-ბერტენსი (7) 5:7, 6:1, 6:4
ანდრეესკუ-ვანგი (18) 7:5, 6:2

მეოთხედფინალში ხვდებიან –

ბენჩიჩი (23)-კარ. პლიშკოვა (5)
ვ. უილიამსი-კერბერი (8)
მუგურუსა (20)-ანდრეესკუ
სვიტოლინა (6)-ვონდროუშოვა