ინდიან უელსის მასტერსს მესამე ნომერი გამოეთიშა
ინდიან უელსის მასტერსს მესამე ნომერი გამოეთიშა

ინდიან უელსში მიმდინარე მასტერსზე პირველი დიდი სენსაცია მოხდა – ტურნირს გამოეთიშა მსოფლიოს მესამე ნომერი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი. მან უშანსოდ დათმო შეხვედრა თავის თანამემამულესთან, კლასიფიკაციის 55-ე ჩოგბურთელ იან-ლენარდ შტრუფთან – 3:6, 1:6. მატჩი 70 წუთი გრძელდებოდა.

ეს მეორე შემთხვევაა შტრუფის კარიერაში, როცა მან მსოფლიოს მესამე ჩოგანი დაამარცხა: პირველ ჯერზე, 2016 წელს პარიზის მასტერსზე, მან სტენ ვავრინკას მოუგო. სულ კი კარიერაში სამჯერ ჰყავს დამარცხებული საუკეთესო ათეულის მოთამაშე.

შტრუფმა შესანიშნავად ითამაშა პირველ მოწოდებაზე, რომლითაც მხოლოდ სამი ქულა წააგო (25/28) და ოთხიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიგერია.

1/16 ფინალის შედეგები:

შტრუფი-ა. ზვერევი (3) 6:3, 6:1
ტიმი (7)-სიმონი (27) 6:3, 6:1
რაონიჩი (13)-ჟირონი 4:6, 6:4, 6:4
მონფილსი (18)-რამოსი 6:0, 6:3
კეჩმანოვიჩი-ჯერე (30) 6:2, 7:6(3)
კარლოვიჩი-გუნესვარანი 6:3, 7:6(3)