ინდიან უელსის „მასტერსის“ ნახევარფინალში ბასილაშვილი ტეილორ ფრიტცს შეხვდება #1TVSPORT
ინდიან უელსის „მასტერსის“ ნახევარფინალში ბასილაშვილი ტეილორ ფრიტცს შეხვდება #1TVSPORT

ინდიან უელსის „მასტერსის“ მეოთხედფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასის დამარცხების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში პირველად გავიდა „მასტერსის“ სერიის ტურნირის ნახევარფინალში. ამ ეტაპზე მისი მეტოქე იქნება მსოფლიოს 39-ე ჩოგანი, ამერიკელი ტეილორ ფრიტცი. ბასილაშვილის მსგავსად, მანაც მეოთხედფინალში ერთ-ერთი ფავორიტი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა – 4:6, 6:3, 7:6(3). აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა მესამე სეტში ორი მატჩბოლი მოიგერია. ეს ფრიტცის პირველი მოგება იყო რეიტინგის TOP5-ის წარმომადგენელთან.

ბასილაშვილისა და ფრიტცის ნახევარფინალი 17 ოქტომბერს ორ საათზე დაიწყება. ქართველი და ამერიკელი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს პროფესიულ ტურში – ორივეჯერ 2021 წელს. ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის ნახევარფინალში 7:6(3), 6:1 მოუგო ფრიტცს და შემდეგ ტიტულიც მოიპოვა. დუბაის ტურნირის პირველ წრეში კი ფრიტცმა სამ სეტში გამარჯვება შეძლო – 4:6, 6:3, 7:6(4).