ინდიან უელსის ფინალში 18 წლის თინეიჯერი ითამაშებს

10:03, 16.03.2019

ინდიან უელსის ქალთა ტურნირზე ფინალისტები გაირკვა.

კანადელი თინეიჯერი ბიანკმა ანდრეესკუ თავის სენსაციუ გამოსვლას აგრძელებს. მან ორ საათსა და 12 წუთში, სამ სეტში მოუგო უკრაინელ ელინა სვიტოლინას – 6:3, 2:6, 6:4.

განსაკუთრებით დაძაბული მესამე სეტი გამოვიდა, სადაც ანდრეესკუმ თავისი საბრძოლო ხასიათი გამოავლინა. მისმა მეტოქემ 10 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ მხოლოდ ერთი ბრეიკი შეასრულა, თავად კანადელმა კი ამ პარტიაში სამიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

ამ მოგებით 18 წლის ანდრეესკუ ორშაბათიდან ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) რეიტინგის პირველ ოცდაათეულში შეაღწევს. ფინალში მისი მეტოქე იქნება გერმანელი ანჟელიკ კერბერი, რომელმაც ნახევარფინალში დაასრულა ბელინდა ბენჩიჩის 12-მატჩიანი მოგებათა სერია. კერბერმა საათსა და ცხრა წუთში მოიგო – 6:4, 6:2.

პირველ სეტში ბენჩიჩი ორჯერ იგებდა ბრეიკით, მაგრამ კერბერმა 2:3-ის შემდეგ მოახერხა თამაშში გარდატეხა . მეორე სეტშიც პირველი ბრეიკი შვეიცარიელმა გააკეთა, მაგრამ ბენჩიჩი კატასტროფულად გამოიყურებოდა თავის მოწოდებაზე – მან ყველა საკუთარი გეიმი დათმო. საბოლოოდ, კერბერმა ამ შეხვედრაში ცხრიდან შვიდი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ბენჩიჩმა – რვიდან ოთხი.

მსგავსი