ინანეიშვილის ვერცხლისა და სულამანაძის ბრინჯაოს მედლები კონტინენტის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე #1TVSPORT

ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს შვიდმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგან ექვსი ფინალურ ბლოკში გადავიდა.

90კგ-ში ნიკოლოზ ხარაზიშვილმა ფინალში ნიდერლანდელი ძიუდოისტი აშკარა უპირატესობით დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალურ ბლოკში ასევე ოქროს მედლისთვის იბრძოლა მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმაც, თუმცა, სამწუხაროდ, ქართველი უნგრელ ძიუდოისტთნ ბოლო წამებზე სუფთა გამარჯვებით დამარცხდა.

90კგ-ში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თორნიკე ფოლადაშვილმა, რომელმაც რუს ძიუდოისტს სძლია. მესამე ადგილის მფლობელი გახდა ილია სულამანიძეც. ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავა კიდევ ორმა ქართველმა მიხეილ ჯაფარიძემ (100) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100),მაგრამ ორივე მათგანი დამარცხდა.

ევროპის ჩემიონატი საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ხვალ ტურნირზე დაპირისპირებები გუნდურ ჩათვლაში გაიმართება.