იმრანმა თბილისის „დინამოში“ სადებიუტო გოლი გაიტანა #1TVSPORT
იმრანმა თბილისის „დინამოში“ სადებიუტო გოლი გაიტანა #1TVSPORT

საქართველოში დაბრუნებულმა და „დინამო თბილისში“ ჩარიცხულმა იმრან ულად ომარმა გუნდში პირველად ითამაშა და თავი გოლით გამოიჩინა.

მაროკოელმა ნახევარმცველმა თავდაპირველად „დინამო 2“-თან ერთად ითამაშა და საჯარიმო დარტყმიდან „თბილისი სითის“ გაუტანა. შეხვედრა კი „დინამოს“ სარეზერვო გუნდმა 3:1 მოიგო. თბილისელთა ნიდერლანდელმა ახალწვეულმა, იმრან ულად ომარმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ეს მატჩი ეროვნული ლიგა 3-ის მე-14 ტურის შეხვედრაში მოხდა. აღსანიშნავია, რომ „დინამო 2“-ში ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მეკარე დავით კერესელიძე დაბრუნდა, რომელიც ფორმაში შესვლას ასევე სარეზერვო გუნდში ცდილობს, მაგრამ უკვე მე-6 წუთზე არბიტრმა გააძევა და დინამოელებმა შეხვედრა 10 კაცით მოიგეს.

იმრან ულად ომარი „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი 25 ივლისს გახდა. ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა. ნიდერლანდელი ფეხბურთელის ბოლო კლუბი ვოლგოგრადის „როტორი“ გახლდათ, სადაც 10 მატჩი ჩაატარა.

​სხვადასხვა დროს იმრანს ნიდერლანდურ, სლოვაკურ და რუმინულ კლუბებში უასპარეზია. იგი 2020-22 წლებში თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა და მასთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში იასპარეზა.