იმპიჩმენტის დროს დონალდ ტრამპს ბილ კლინტონის პროკურორები დაიცავენ
იმპიჩმენტის დროს დონალდ ტრამპს ბილ კლინტონის პროკურორები დაიცავენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინტერესებს ბილ კლინტონის იმპიჩმენტში მონაწილე სპეცპროკურორები დაიცავენ. საუბარია კენ სტარდა და რობერტ რეიზე, რომლებიც სენატში დაგეგმილი იმპიჩმენტის დროს დონალდ ტრამპის იურისტების გუნდს შეუერთდებიან. მათთან ერთად ტრამპს დაიცავს ცნობილი ადვოკატი ალან დერშოვიცი, რომელიც ათობით ქალის სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში ბრალდებულ ჰოლივუდელ პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს, გაუპატიურებაში ბრალდებულ მოკრივე მაიკ ტაისონსა და პედოფილიაში ეჭვმიტანილ ჯეფრი ეპშტეინს იცავდა.

დერშოვიცი 2016 წლის არჩევნებში ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს, თუმცა მოგვიანებით, ტრამპს იცავდა.

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი მომდევნო კვირაში გაიმართება. მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. სენატში „რესპუბლიკელები“ უმრავლესობას აკონტროლებენ, ამიტომ ტრამპის გადაყენება პრაქტიკულად გამორიცხულია.