იმობილეს სურს, რომ კარიერა „ლაციოში“ დაასრულოს
იმობილეს სურს, რომ კარიერა „ლაციოში“ დაასრულოს

„ლაციოს“ ფორვარდი ჩირო იმობილე რომაულ კლუბთან ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს, – იუწყება Sportitalia.

გამოცემის ინფორმაციით, იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელი გეგმავს, რომ კარიერა „ლაციოში“ დაასრულოს და ახალი ხელშეკრულება 2026 წლამდე გააფორმოს, მიმდინარე კონტრაქტი კი 2023-ში იწურება.

რომაელები, რა თქმა უნდა, გუნდის ლიდერის კეთილგანწყობას გამოიყენებენ და იმობილეს კლუბში დატოვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ფორვარდის შეძენა არაერთ ევროპულ კლუბს სურს და მზად არიან, სოლიდური თანხა გაიღონ.

გასული სეზონი იმობილემ ბრწყინვალედ ჩაატარა და 44 მატჩში 43 გოლის გატანა მოახერხა.