იმობილეს შეძენის მსურველთა მარათონში „ინტერი“ და „მილანი“ ერთვებიან
იმობილეს შეძენის მსურველთა მარათონში „ინტერი“ და „მილანი“ ერთვებიან

თავდამსხმელ ჩირო იმობილეს ბრწყინვალე სეზონი აქვს. მან „ლაციოს“ რიგებში 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 39 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ბუნებრივია, რომ ამ ფანტასტიკური შედეგებით ჩირო იმობილე უამრავი კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა. ფეხბურთელის აგენტი ალესანდრო მოგი აცხადებს, რომ იმობილეს მსურველთა რიგებში „ინტერი“ და „მილანიც“ გაწევრიანდნენ.

„ჩიროს მიმდინარე კონტრაქტი„ლაციოსთან“ 2023 წლამდე არის გათვალისწინებული, – ამბობს ფეხბურთელის აგენტი ალესანდრო მოგი. – მას სურს, რომ ეს წლები „ლაციოში“ ნაყოფიერად გაატაროს.

ინტერესი სხვადასხვა კლუბიდან, რა თქმა უნდა არის. ახლა იმობილეს შეძენა სხვა კლუბებთან ერთად „ინტერს“ და „მილანსაც“ სურთ“. – ციტირებს ალესანდრო მოგის სიტყვებს Calciomercato.