იმობილემ „ოქროს ბუცი“ ჩაიბარა #1TVSPORT
იმობილემ „ოქროს ბუცი“ ჩაიბარა #1TVSPORT

„ლაციოს” ფორვარდმა ჩირო იმობილემ 2019-20 წლების სეზონისთვის განკუთვნილი „ოქროს ბუცი“ ჩაიბარა. იტალიელი 36 გოლით გასული წელს ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მეორე ადგილი „ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ დაიკავა 34 გოლით. სამეული შეავსო „იუვენტუსის“ ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ (31).

ამ სეზონში იმობილე „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში საუკეთესო ოცეულშიც ვერ შედის – მას 14 გოლი აქვს გატანილი.

წლევანდელ რბოლას ლევანდოვსკი ლიდერობს დამაჯერებლად. ბუნდესლიგის ბოლო ტურში შესრულებული ჰეთ-თრიკის წყალობით, პოლონელმა 62 ქულა დააგროვა და 20 ქულაზე მეტით უსწრებს უახლოეს მდევარს…

„ოქროს ბუცის“ რეიტინგის ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:

  1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 62 (31×2)
  2. კასპერ იუნკერი (ბოდო გლიმტი) – 40.5 (27×1.5)
  3. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 40 (20×2)
  4. ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი) – 38 (19×2)
  5. ანდრე სილვა (აინტრახტი) – 38 (19×2)
  6. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 38 (19×2)
  7. ამაჰლ პელეგრინო (კრისტიანსუნდი) – 37.5 (25×1.5)
  8. პოლ ონუაჩუ (გენკი) – 37.5 (24×1.5)
  9. კილიან მბაპე (პსჟ) – 36 (18×2)
  10. რომელუ ლუკაკუ (ინტერი) – 36 (18×2)
  11. ლუის სუარესი (ატლეტიკო) – 36 (18×2)
  12. გეორგიოს გიაკუმაკისი (ვენლო) – 34.5 (23×1.5)
  13. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 34 (17×2)
  14. ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნ) – 32 (16×2)
  15. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 32 (16×2)
  16. ტომას ანრი (ჰევერლე) – 30 (20×1.5)
  17. ხერარდ მორენო (ვილიარეალი) – 30 (15×2)
  18. ვოუტ ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი) – 30 (15×2)
  19. ლუის მურიელი (ატალანტა) – 30 (15×2)

15 . ისააკ ტელინი (ანდერლეხტი) – 30 (20×1.5)

„ოქროს ბუცი“ გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე. უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.